ტურიზმის ფაკულტეტი

ტურისტული კომპანია შპს „ჯუნი ტურსის“ (JUNNY TOURS) წარმომადგენლების ვიზიტი

სურათი

ტურიზმის ფაკულტეტზე ტურისტული კომპანია შპს „ჯუნი ტურსის“ (JUNNY TOURS) წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ Galt & Taggart-ის უახლეს კვლევას საქართველოსა და აჭარის ეკონომიკის შესახებ, მიეღოთ ინფორმაცია ტურიზმის სფეროში არსებულ ტენდენციებსა და განვითარების პერსპექტივებზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ შესაძლებლობებს. მხარეთა შეთანხმებით, ტურიზმის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები სასწავლო პრაქტიკას ტურისტულ კომპანია „JUNNY TOURS“-ში გაივლიან, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, მიღებული თეორიული ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში გამოიყენონ და პრაქტიკული გამოცდილება შეიძინონ.

შეხვედრის ფარგლებში ტურისტულ კომპანია „JUNNY TOURS“- სა და მის გენერალურ დირექტორს, ლაშა სეფერთელაძეს, ფაკულტეტის მეგობრის საპატიო წოდების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ, რითაც ხაზი გაესვა ფაკულტეტსა და კომპანიას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა