27 ნოემბერი 2014 წელი
ტურიზმის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით 19-26 ნოემბერს ფაკულტეტის პროფესორ მასწავლებლებისათვის ჩატარდა ტრენინგები თემაზე „სწავლისა და სწავლების მეთოდები“.
ტრენინგი ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის წლიური სამუშაო გეგმის შემადგენელი ნაწილი იყო და მიზნად ისახავდა სწავლების მეთოდებში ინოვაციების გაცნობასა და მის პრაქტიკაში დანერგვას.