9 დეკემბერი 2014 წელი
ტურიზმის ფაკულტეტმა ,,LEOGRAND hotel & Casino”-ის გენერალურ მენეჯერს მერტ ბოლუქბაშს უმასპინძლა. ერთი კვირის განმავლობაში სტუდენტებს საშუალება მიეცათ ტურიზმის ინდუსტრიის ექსპერტის მასტერკლასს დასწრებოდნენ და თავადაც მიეღოთ მონაწილეობა ისეთი საკითხების განხილვაში, როგორებიცაა „მაღალი ბრენდის სასტუმროების სტრუქტურა“ მენიუს შედგენის პრინციპები და მომსახურეობის სტანდარტები.
,, LEOGRAND hotel & Casino” ექსპლუატაციაში 2015 წლის გაზაფხულზე შევა.