29 დეკემბერი 2014 წელი
ტურიზმის ფაკულტეტის მესამე და მეოთხე კურსის 20 სტუდენტი სასწავლო პრაქტიკას გერმანიაში ტურიზმის ინდუსტრიის ორგანიზაციებში გადის. სტუდენტებს 2 თვის განმავლობაში საშუალება ექნებათ გაეცნონ სასტუმროს ყველა ძირითადი სტრუქტურული ერთეულის ფუნქციონირებას. თეორიულ ცოდნის მიღებასთან ერთად, სტუდენტები აქტიურად იქნებიან ჩართული სასტუმროს ყოველდღიურ საქმიანობაში. სასწავლო პრაქტიკა უზრუნველყოფილია გერმანიის შვერინის ბალტიკის კოლეჯთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე.