25 ნოემბერი 2015 წელი
![გადიდება სურათი](https://bsu.ge/text_images/ge_pic_5083_1_s.jpg)
არიზონას უნივერსიტეტის მაგისტრი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის მოწვეული მასწავლებელი ტიმოთი მარკუს ბაუზერი ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის მასტერკლასებს ატარებს თემაზე: „ეკოტურიზმი და დაცული ტერიტორიების სტრატეგიული განვითარება საქართველოში“. ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ სემესტრის განმავლობაში გაეცნონ ეკოტურიზმის განვითარების მსოფლიო ტენდენციებსა და უცხოურ გამოცდილებას.