ტურიზმის ფაკულტეტი

„დაცული ბუნებრივი ტერიტორიების მდგრადი მართვის ინოვაციები - 4Green“

სურათი
პროექტის „დაცული ბუნებრივი ტერიტორიების მდგრადი მართვის ინოვაციები (4GreeInn)“ წარდგინება გაიმართა ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. პროექტი ევროკავშირის მიერ შავი ზღვის აუზი სტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის პროგრამის დაფინანსების ფარგლებში კონსორციუმის მიერი ხორციელდება (საქართველო, ბულგარეთი, რუმინეთი). პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის „საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრი“ წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს პროგრამის მიზნებთან ერთად აჭარის დაცული ტერიტორიების კვლევის პირველადი შედეგები წარუდგინეს და საერთო ინტერნეტპლატფორმის „შავი ზღვის ეკოპედია“ შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პრეზენტაციის ფარგლებში აჭარის დაცული ტერიტორიის ამსახველი ფოტო-გამოფენა გაიმართა.
„დაცული ბუნებრივი ტერიტორიების მდგრადი მართვის ინოვაციები - 4Green“-ის მიზანია შავი ზღვის რეგიონის დაცული ტერიტორიების მდგრადი მართვა და პარტნიორი რეგიონების დაცული ტერიტორიების ურბანული და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საერთო სტრატეგიებში ინტეგრირების ინოვაციური მეთოდების დანერგვა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა