17 დეკემბერი 2015 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტებმა ირაკლი სურმანიძემ და თეიმურაზ ბოლქვაძემ გერმანიის ქალაქ ვილჰემსჰაფენში 2-კვირიანი ტრენინგი: „ინტერკულტურული კომუნიკაციები და კავშირები“ („Intercultural Communication for Building Bridges”) გაიარეს. სწავლების მონაწილეები კულტურათაშორისი დიალოგის, სხვადასხვა ხალხის თანაცხოვრებისა და ურთიერთობის საკითხებს გაეცნენ. ქართველებთან ერთად უცხოელი კოლეგების გამოცდილება გაიზიარეს სომეხმა, აზერბაიჯანელმა, ლატვიელმა, უკრაინელმა, გერმანელმა პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა. პროექტი ბსუ-ს პარტნიორი ჟადეს უნივერსიტეტის ორგანიზებით ხორციელდება.