25 დეკემბერი 2015 წელი
სასტუმრო ,,ლეო გრანდში“ ტურიზმის ფაკულტეტის საახალწლო საღამო გაიმართა. სტუდენტებს დღესასწაული რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ხალვაშმა, დეკანმა, პროფესორმა როსტომ ბერიძემ, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ დავით მიქელაძემ და პროფესორ-მასწავლებლებმა მიულოცეს.
საღამოზე სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდა წლის საუკეთესო სტუდენტები და აკადემიური პერსონალი.
საახალწლო საღამო მუსიკალურად ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა გააფორმეს.