31 მაისი 2017 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებს საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო ,,Autograph Collection of Marriott International’’-ში დასაქმების საშუალება ეძლევათ. სასტუმროს წარმომადგენლებმა უნივერსიტეტში დასაქმებასთან დაკავშირებით ღია კარის დღე გამართეს. პირველ ეტაპზე 15 სხვადასხვა პოზიციაზე არსებულ ვაკანსიაზე რეგისტრაცია და გასაუბრება 144-მა სტუდენტმა გაიარა, მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში დასაქმების შანსი ყველა სტუდენტს მიეცემა. სასტუმროს სულ 400 ვაკანტური ადგილი აქვს და პერსონალის დაკომპლექტება ძირითადად ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებით მოხდება. 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო-კომპლექსის გახსნა 2017 წლის ივლისში იგეგმება.