4 ივლისი 2017 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის 30 სტუდენტი გერმანიაში გაემგზავრა. ახალგაზრდები 75 დღის განმავლობაში პრაქტიკას გერმანიის მაღალი კლასის სასტუმროებში გაივლიან, გაეცნობიან სასტუმროს ყველა ძირითად სტრუქტურული ერთეულის ფუნქციონირებას. ახალგაზრდები თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად, ჩაერთვებიან სასტუმროს ყოველდღიურ საქმიანობაში, გაიუმჯობესებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსა და კომპეტენციებს, რაც მათ მომავალში, საერთაშორისო ტურისტული მომსახურების ბაზარზე წარმატებით დასაქმების საშუალებას მისცემს.
პრაქტიკა უზრუნველყოფილია გერმანიის შვერინის ბალტიკის კოლეჯთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე და ბოლო მონაცემებით ტურიზმის ფაკულტეტის 350-მდე სტუდენტმა გაიარა სასწავლო პრაქტიკა. ფინანსური მხარდამჭერები არიან ქ. ბათუმის მერია და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტი. სტუდენტები უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, ტურიზმის ფაკულტეტის დეკანმა როსტომ ბერიძემ, პროფესორ-მასწავლებლებმა და მშობლებმა გააცილეს.