19 დეკემბერი 2017 წელი
                            
							
	ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა გიგი თევზაძემ და გიორგი გახელაძემ ტრენინგი ჩაუტარეს.
	ტრენინგი, რომელშიც 20 პროფესორ-მასწავლებელი მონაწილეობდა, გაიმართა გიგი თევზაძისა და გიორგი გახელაძის მიერ  მომზადებული სპეციალური პროგრამის - RESULT (Reserch and Education Systems Unified as Learning Tools) მიხედვით.