ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ჭავჭავაძის ბიბლიოთეკა

უნივერსიტეტს საჩუქრად პროფესორ გურამ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკა გადაეცა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს აკადემიკოს გურამ ლორთქიფანიძის ანდერძის თანახმად, საჩუქრად გადაეცა მისი მდიდარი  ბიბლიოთეკა. გურამ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკა მრავალფეროვანია, მოიცავს იშვიათ გამოცემებს ისტორიის, კულტუროლოგიის, ხელოვნებათმცოდნეობის და არქეოლოგიის მიმართულებით. მდიდარი წიგნადი ფონდი უდიდეს სამსახურს გაუწევს ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებს, სამეცნიერო პერსონალს, სტუდენტებსა და ყველა დაინტერესებულ პირს.

ცნობილი მეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი პროფესორი გურამ ლორთქიფანიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდი მეგობარი იყო, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ისტორიის და არქეოლოგიის მიმართულებით პროფესიონალი კადრების ჩამოყალიბებაში. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა არაერთი ნაშრომი და სადოქტორო დისერტაცია.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა