ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია მაჭახლის ხეობაში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა და აშშ-ს სიეტლის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე ჩხუტუნეთის ციხის ტერიტორიაზე დასრულდა საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია. პროექტში ჩართული იყვნენ საქართველოს, აშშ-ს, კანადის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და ლიეტუვის წარმომადგენლები.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობდა 2024 წელს დაწყებული ჩხუტუნეთის ციხე-სიმაგრის არქეოლოგიური კვლევების მეორე ეტაპი. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად, მოხდა ციხე-სიმაგრის გარე და შიდა სივრცეების, მათ შორის, გალავნის, კოშკის შიდა ტერიტორიისა და მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ტიპის ჩამოშლილ კონსტრუქციათა შესწავლა. პარალელურად, კოშკის მიმდებარედ, მიკვლეულ იქნა სამეურნეო ნაგებობის ნაშთები, სადაც ორი პურის საცხობი თონე აღმოჩნდა. ასევე, გაიწმინდა ციხიდან დავითეთის წყლისკენ მიმავალი გვირაბის ნაწილიც.

საველე სამუშაოების ფარგლებში მოპოვებულ იქნა შუა საუკუნეებისა და ოსმალური პერიოდისათვის დამახასიათებელი არტეფაქტები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა