
ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტმა იაპონელ ქართველოლოგსა და ტოკიოს მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის პროფესორს, ჰიროტაკე მაედას უმასპინძლა. პროფესორმა ინსტიტუტში დაცული უნიკალური ფონდები და ბიბლიოთეკა დაათვალიერა, ასევე, გაეცნო უახლეს გამოცემებსაც. შეხვედრის ფარგლებში ჰიროტაკე მაედასა და ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებს შორის გამოიკვეთა საერთო კვლევითი ინტერესები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
| უკან |


