ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმი - „საქართველო და გარე სამყარო საუკუნეთა გასწვრივ“

სურათი

16-17 ოქტომბერს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, ვებსტერის უნივერსიტეტში, I საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმი - „საქართველო და გარე სამყარო საუკუნეთა გასწვრივ“ გაიმართა.

სიმპოზიუმის მიზანს ქართველოლოგიური კვლევების წარმოჩენა, სამეცნიერო დიალოგის გაღრმავება და საქართველოსა და მსოფლიო კულტურებს შორის ისტორიული კავშირების გააზრება წარმოადგენდა.

საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მკვლევრები მონაწილეობდნენ:  ინსტიტუტის დირექტორი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი როინ მალაყმაძე, ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ელზა ფუტკარაძე და მეცნიერი თანამშრომელი ანა ბაგრატიონი.

ინსტიტუტის მკვლევართა გამოსვლებში მკაფიოდ გამოიკვეთა განხილულ თემატიკათა მრავალფეროვნება, რაც მოიცავდა ისტორიული მეხსიერებისა და დეპორტაციის გამოცდილებას, საზღვარგარეთ არსებულ ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას, ისტორიულ-კულტურულ კავშირებსა და თანამედროვე ინტერკულტურულ ურთიერთობებს.

სამეცნიერო ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის 50-ზე მეტი მეცნიერი მონაწილეობდა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა