ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

„საქართველო ანტიკურ ხანაში (კოლხეთისა და ამიერკავკასიის იბერიის ისტორია ძვ.წ. 550 - ახ.წ. 562 წლები)“

სურათი
დევიდ ბრაუნდის წიგნი „საქართველო ანტიკურ ხანაში (კოლხეთისა და ამიერკავკასიის იბერიის ისტორია ძვ.წ. 550 - ახ.წ. 562 წლები)“ გამოიცა. ნაშრომი წარმოადგენს საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოცემულ (1994 წ.) პირველ სრულ ისტორიას ანტიკური ხანის საქართველოს შესახებ. იგი მომზადებულია ათწლეულების მანძილზე საქართველოში ჩატარებული მასშტაბური არქეოლოგიური სამუშაოების შედეგების საფუძველზე. წიგნი ემსახურება ძველი საქართველოს ისტორიის წარმოჩენას მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოების წინაშე და წარმოადგენს დასავლეთის მეცნიერებისათვის ნაკლებად შესწავლილი რეგიონის ისტორიას. 
 
ამასთანავე, იმ პრობლემური საკითხების გაღრმავებული შესწავლის მცდელობას, რომლებიც ანტიკურ სამყაროს მკვლევარებისათვის არის საინტერესო. მითები პერიფერიის შესახებ, განსაკუთრებით, მითი მედეასა და ოქროს საწმისის შესახებ; კავკასიის მთებისა და უღელტეხილების ანტიკური ინტერპრეტაციები; ბერძნული კოლონიზაცია;  სპარსეთის, ათენისა და სელევკიდების იმპერიები; პომპეუსის მიერ მითრიდატეს იმპერიის დაპყრობა; რომის საზღვრების გაფართოება აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონში; რომის დიპლომატია იბერიაში, იბერიის გაქრისტიანება; სასანიდების ამბიციები ამიერკავკასიაში და ბიზანტიის ომები.
 
წიგნი თარგმნა ისტორიის დოქტორმა  თამარ სიხარულიძე, გამოცემის რედაქტორია ისტორიის დოქტორი ნინო ინაიშვილი და ქართული ტექსტის რედაქტორი ფილოლოგიის დოქტორი თამარ სირაძე.
 

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა