ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

კონფერენცია თემაზე: „ზრუნვა შავი ზღვისთვის"

სურათი

1 ნოემბერს შავი ზღვის დაცვის დღესთან დაკავშირებით ქობულეთში, ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში Interreg NEXT შავი ზღვის აუზის პროექტის CARE SEA და მესამე მისიის ფარგლებში ერთობლივი კონფერენცია ,,ზრუნვა შავი ზღვისთვის" გაიმართა.

კონფერენცია პლასტიკით დაბინძურებას ეხებოდა და მასში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ,,მოქალაქეთა საზოგადოების" და არასამთავრობო ორგანიზაციის ,,მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები" წევრებმა.

კონფერენცია, რომელიც ინტერაქციულ ფორმატში მიმდინარეობდა შავი ზღვის მდინარეების, სანაპირო ზოლისა და ზღვის პლასტიკით დაბინძურების გამოწვევებს, დაბინძურების გადაჭრის გზებისათვის მნიშვნელოვან რეკომენდაციებს მიეძღვნა.

კონფერენცია ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების უფროსის, CARE SEA პროექტის კოორდინატორის, იზოლდა მაჭუტაძის, მეცნიერ თანამშრომლის, CARE SEA პროექტის კოორდინატორის თანაშემწის, ნათელა ტეტემაძის, სახალვაშოს საჯარო სკოლის დირექტორის, CARE SEA პროექტის გარე ექსპერტის ელზა მაკარაძის ორგანიზებით ჩატარდა და ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად. კონფერენციის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა