„მეტი სპეციალისტი მეტად წარმატებულ ქვეყანას ნიშნავს“
4 ივნისი 2023 წელი

„მეტი სპეციალისტი მეტად წარმატებულ ქვეყანას ნიშნავს“
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის სტუდენტი ჯემალ ბერიძე ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მიერ ორგანიზებულ დებატ ბანაკის გამარჯვებულია. ის სხვადასხვა საინტერესო აქტივობაშია ჩართული. „წარმატების ფორმულა სწორედ რომ შემდეგს გულისხმობს: იყო აქტიური, ორიენტირებული განვითარებასა და საკუთარი შესაძლებლობის აღმოჩენაზე. ასევე, როცა საკუთარ თავზე ვსაუბრობ, არ შემიძლია არ ვახსენო სპორტი, რადგან ის ერთ-ერთი დიდი გატაცებაა ჩემთვის. ამიტომ თავისუფალ დროს სპორტით ვარ დაკავებული“, _ აღნიშნავს გაზეთ „ბათუმის უნივერსიტეტთან“ საუბრის დროს სტუდენტი.
სრულად