გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

უნივერსიტეტი 90 წლისაა

სურათი

„საქართველოში თუ იქნება მეორე უნივერსიტეტი, ის ბათუმში უნდა გაიხსნას“, _ წერდა დიდი ივანე ჯავახიშვილი და მართლაც, მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებში, ბათუმში გახსნილი სამასწავლებლო სასწავლებელი იქცა აჭარაში და მთლიანად რეგიონში იმ უმაღლესი განათლების კერად, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მომავალი თაობების აღზრდის საქმეში. სწორედ ამ სასწავლებლის ბაზაზე შეიქმნა დღევანდელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც თავისი არსებობის 90 წლის იუბილეს აღნიშნავს. მნიშვნელოვანი თარიღები: * 1935 წელი – გაიხსნა ორწლიანი სამასწავლებლო ინსტიტუტი 4 ფაკულტეტით: ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის, ფიზიკა-მათემატიკის, საბუნებისმეტყველო-გეოგრაფიის. 1936 წელს დაემატა ფიზკულტურის ფაკულტეტი, 1938 წელს _ რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.

 * 1945 წელი _ ბათუმის სამასწავლებლო ინსტიტუტის ბაზაზე ჩამოყალიბდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი. დაიწყო სასწავლებლის რეკონსტრუქცია და მატერიალურ-ტექნი კური ბაზის სრულყოფა. 1956 წელს ექსპლუატაციაში შევიდა განახლებული შენობა;

* 1977 წელს დაიწყო ახალი, ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობა, რომელიც 1982 წელს დასრულდა.

 * 1990 წელი – საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1990 წლის 3 სექტემბრის N453 დადგენილბით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ბაზაზე დაარსდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. გაიზარდა სპეციალობათა რაოდენობა, ჩამოყალიბდა იურიდიული, ეკონომიკური და სამედიცინო ფაკულტეტები. ქვეყანაში განხორციელებული საგანმანათლებლო რეფორმის შედეგად, უნივერსიტეტი გადავიდა ორსაფეხურიან სწავლებაზე: ბაკალავრიატი და მაგისტრატურა; ფუნქციონირებდა ასპირანტურაც. 2008 წელს ჩამოყალიბდა დოქტორანტურა.

 * 2006 წელი _ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის N37 დადგენილების საფუძველზე, განხორციელდა საჯარო სამართლის იურიდიული პირების: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის, ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, ბათუმის საავიაციო ინსტიტუტის, ბათუმის აგრარული ბიოტექნოლოგიებისა და ბიზნესის ინსტიტუტის, მემბრანული ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, ბათუმის პოლიტექნიკური ინსტიტუტისა და ბათუმის სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის რეორგანიზაცია. მათი გაერთიანების გზით დაფუძნდა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“.

* 2010 წელს – ნიკო ბერძენიშვილისა და ფიტოპათოლოგიის სამეცნიერო ინსტიტუტები.

* 2012 წელი – საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის N100 დადგენილების საფუძველზე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შეეცვალა სახელი და ეწოდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსი ტეტი.

* 1938 წელი _ ინსტიტუტს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელი. პირველი, 1935 წელი, ძირითადად, მოსამზადებელი იყო: აუდიტორიების, კაბინეტ-ლაბორატორიების მოწყობა, ბიბლიოთეკის ფონდის შექმნა, პერსონალის შერჩევა. საქართველოს კომპარტიის აჭარის საოლქო კომიტეტის ბიუროს 1935 წლის 9 იანვრის დადგენილებიდან: `არასრული საშუალო სკოლებისათვის პედაგოგიური კადრების მომზადების 1935 წლის მაისში, როცა მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამასწავლებლო ინსტიტუტის და არსებასთან დაკავშირებით, მთავარ საკითხად მიჩნეულ იქნა სტუდენტთა საერთო საცხოვრებლისთვის შესაფერისი შენობის გამონახვა. 1935 წლის 1 ივნისს სამასწავლებლო ინსტიტუტის დირექტორად დაინიშნა ხ. ნაკაიძე. პირველი ბრძანება 1935 წლის 13 ივნისით თარიღდება: მას ხელს ინსტიტუტის პირველი რექტორი _ ხუსეინ ნაკაიძე აწერს. 1935 წლის 22 აგვისტოს გაიმართა პირველი სხდომა დირექტორის კაბინეტში. ეს დღე გამოცხადდა ინსტიტუტის გახსნის დღედ. სხდომაზე განიხილეს პირველი სასწავლო წლისთვის მზადების საკითხები.… 1935 წლის 24 სექტემბრის ბრძანებით, ინსტიტუტში შეიქმნა 4 ფაკულტეტი. კ. ბაქრაძე, კ. კაპანელი, შ. ძიძი გური, დ. მგელაძე, კ. ჭკუასელი, გ. თავზიშვილი, რ. ხუციშვილი, გ. კოკოჩაშვილი, ლ. ჯაფარიძე, ალ. მაყაშვილი, გ. ჯავახიშვილი, ნ. ჯავახიშვილი, ალ. ჯავახიშვი ლი. გ. ციციშვილი, ვ. კოკოჩაშვილი, ა. ნოღაიდელი და ბევრი სხვა. განუზომელია მათი ღვაწლი ბათუმში, აჭარაში უმაღლესი განათლების სისტემის ჩამოყალიბებასა და ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებაში. 1935 წლის 28 სექტემბერს დაინიშნენ პირველი დეკანები: გრიგოლ გიორგაძე (გორგაძე) (ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი), ნიკოლოზ ლორთქიფანიძე (ბუნებისმეტყველება გეოგრაფიის ფაკულტეტი), ვუკოლ იაშვილი (ისტორიის ფაკულტეტი), გრიგოლ ივანოვი (ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი). 1935 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებით, დაფუძნდა 8 კათედრა: საზოგადოებრივ-პოლიტიკური, პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის, ისტორიის, ქართული ენისა და ლიტერატურის, ფიზიკა-მათემატიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და გეოგრაფიის. სამასწავლებლო ინსტიტუტის პირველი დეკანებისა და კათედრის გამგეების დიდი ნაწილი (გრ. გიორგაძე, ნ. ლორთქიფანიძე, კ. ჭკუასელი და სხვები, 1937 წლის რეპრესიებს ემსხვერპლნენ. 1935 წლის 1 ოქტომბერს დაირეკა პირველი ზარი. პირველ სტუდენტებს სასწავლო წლის ბათუმის უნივერსიტეტის ძირითადი შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით სარგებლობს. სხვადასხვა წლებში განხორციელებული რეკონსტრუქციების შედეგად, შენობას მხოლოდ ნაწილობრივ აქვს შენარჩუნებული ავთენტურობა, ძირითადად _ პირველი და მეორე სართულის ინტერიერსა და ექსტერიერს. შენობა, არქიტექტურული თვალსაზრისით, მეოცე საუკუნის 900-იანი წლების დასაწყისის ბათუმისთვის დამახასიათებელი ეკლექტიკური სტილის ნიმუშია. სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს ინსტიტუტის დირექტორმა _ ხ. ნაკაიძემ, დეკანმა _ გრ. გიორგაძემ (გორგაძემ), პროფესორებმა _ ვ. ბერიძემ და გ. ახვლედიანმა. ქალაქის საზოგადოებამ ეს დღე ზეიმით აღნიშნა. პირველ სასწავლო წელს ინსტიტუტში 300 აბიტურიენტის განცხადება შევიდა, მათგან მხოლოდ 201 ჩაირიცხა სტუდენტად, 18 სტუდენტობის კანდიდატად: ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე – 47, ისტორიის სპეციალობაზე – 52, ფიზიკა-მა თემატიკის სპეციალობაზე – 56, ბუნებისმეტყველება-გეოგრაფი ის სპეციალობაზე – 46. ფასდაუდებელი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე, ქუთაისის პედინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებელთა თანადგომა ინსტიტუტის არსებობის პირველ წლებში. ისინი დიდი ენთუზიაზმით მოეკიდნენ ამ საქმეს, წარმართავდნენ არამარტო აკადემიურ პროცესს, არამედ საორგანიზაციო საკითხებსაც, ხელმძღვანელობდნენ კათედრებს, ადგენდნენ სასწავლო კურსების გეგმებს, კითხულობდნენ ლექციებს, სამეცნიერო კონსულტაციებს უწევდნენ ახალგაზრდა პედაგოგებს და ეხმარებოდნენ მათ სამეცნიერო ხარისხის მოპოვებაში. ყოველივე ამაზე მეტყველებს საარქივო დოკუმენტები. ბათუმის სამასწავლებლო, შემდეგ კი პედაგოგიურ ინსტიტუტში მეცნიერების სხვადასხვა დარგში ლექციებს კითხულობდნენ ცნობილი ქართველი პროფესორები, შემდგომში აკადემიკოსები: გ. ახვლედიანი, ს. ყაუხჩიშვილი, ვ. ბერიძე, გ. წერეთელი, პ. ბერაძე, ს. ყუბანეიშვილი, ს. კაკაბაძე.... ბათუმის მოქალაქეებმა გიმნაზიის გახსნისა და მისთვის შენობის გამოყოფისთვის ზრუნვა ჯერ კიდევ 1893 წელს დაიწყეს, როცა თვითმმართველი ქალაქ ბათუმის თავს 50-მა მოქალაქემ მიმართა შესაბამისი თხოვნით. ეს საკითხი 1895 წელს ქალაქის თავმა ლუკა ასათიანმა თვითმმართველობის სხდომაზე გაიტანა და ის დადებითად გადაწყდა. ვაჟთა გიმნაზია ამ შენობაში 1903-1918 წლებში იყო განთავსებული. მოგვიანებით ის თურქეთის არმიის, შემდეგ ბრიტანელების ყაზარმებად გადაკეთდა. შენობა იმდენად ახლოს იყო ზღვასთან, რომ შტორმის დროს ტალღები მის კედლებს ეხეთქებოდა. 1914 წელს გერმანული ხომალდიდან გამოსროლილი ყუმბარაც დაეცა შენობასთან ახლოს. ვაჟთა გიმნაზიის შენობა გამორჩეული იყო იმდროინდელ ბათუმში მსხვილმასშტაბიანი, ფართო, გაშლილი რიზალიტითა და ფასადის არქიტექტურული ელეენტებით, რაც, უდავოდ, ალ. შიმკევიჩის ხელწერაა. შენობას ამკობდა ვრცელი ჰოლი, მარმარილოს კიბეები, სვეტები; მეორე სართულის ცენტრალურ ნაწილში განთავსებული იყო გუმბათოვანი დარბაზი და სამლოცველო. შენობა 500-მდე მოსწავლეზე იყო გათვლილი და სრულად აკმაყოფილებდა საგანმანათლებლო დაწესებულების მოთხოვნებს: გრძელი ნათელი დერეფნები და დიდი აუდიტორიები ჰქონდა. პირველ სართულზე იყო 8 აუდიტორია, ასევე სპორტული დარბაზი, კანცელარია, სამასწავლებლო და დირექტორის კაბინეტი; მეორე სართულზე — სამლოცველო, სააქტო დარბაზი, 8 აუდიტორია, ბიბლიოთეკა და ლაბორატორიები.

1935 წელს გიმნაზიის ყოფილ შენობაში საქართველოს განათლების სახალხო კომისრის ბრძანებით შეიქმნა ორწლიანი სამასწავლებლო ინსტიტუტი.

1950-იან წლებში ინსტიტუტის შენობას მესამე სართული დაამატეს. სწორედ ამ დროს მოიხსნა შენობის ცენტრალურ ნაწილზე არსებული გუმბათი და მის ადგილას განთავსდა ობსერვატორია.

1977 წელს დაიწყო და 1982 წელს დასრულდა უნივერსიტეტის ახალი ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობა.

1990 წელს პედაგოგიური ინსტიტუტის ბაზაზე გაიხსნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იმ დღეს უნივერსიტეტს უამრავი სტუმარი ჰყავდა. ხალხმრავლობის გამო გადაიკეტა რუსთაველის ქუჩა, ხოლო მიტინგი ახალი კორპუსის კიბეებზე გაიმართა. უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დ. ბალაძემ მთელ საქართველოს მიულოცა ეს ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენა და აღნიშნა, რომ ახდა დიდი ივანე ჯავახიშვილის ოცნება — საქართველოში მეორე უნივერსიტეტის ბათუმში გახსნის თაობაზე.

საქართველოს განათლების მინისტრმა, გ. ენუქიძემ განაცხადა:
„ბათუმის უნივერსიტეტი სრულიად საქართველოსთვის საჭირო, აუცილებელი და მნიშვნელოვანი სასწავლო, სამეცნიერო და კულტურის ცენტრი უნდა გახდეს; მას მოეთხოვება, უპირველეს ყოვლისა, რომ გახდეს ქართველოლოგიური და აღმოსავლეთმცოდნეობითი კვლევის დიდი ცენტრი. სწორედ ამ გზით განაგრძობს იგი შუა საუკუნეების ქართული აკადემიებისა და ივანე ჯავახიშვილის მიერ დაარსებული თბილისის უნივერსიტეტის ტრადიციებს.“

საპატიო სტუმართა შორის იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილიაII. მან ბრძანა:
„საქართველოს ამ კურთხეულ მიწაზე იხსნება უნივერსიტეტი. ამაზე ოცნებობდნენ ჩვენი დიდი წინაპრები. ეს ისეთივე რჩეული დღემდეა, როგორც თბილისის უნივერსიტეტის გახსნის ჟამს იყო... სამშობლო ბათუმის უნივერსიტეტისგან ელოდება, რომ იგი იქნება ახალი ათინა და ახალი იერუსალიმი, როგორც დავით აღმაშენებელი მიზნობრივად ესწრაფოდა გელათის აკადემიის შექმნისას.“

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უნივერსიტეტს „ბიბლია“ გადასცა საჩუქრად, ხოლო რექტორი ოქროს ჯვრის ტარების პატივით დააჯილდოვა:
„ღმერთმა დალოცოს ბათუმის უნივერსიტეტი, ერი მისგან ელოდება მაღალ ზნეობას. ეს ჯვარი მემკვიდრეობით უნდა ატაროს ყველა მომავალმა რექტორმა.“

უნივერსიტეტის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა ეროვნული მოძრაობის ლიდერი ზვიად გამსახურდია, რომელმაც საზოგადოებას უნივერსიტეტის დაარსება მიულოცა:
„მისასალმებელია, რომ ბათუმი ამიერიდან საუნივერსიტეტო ქალაქი გახდა. იგი გაიხსნა ძველი ქართული ქრისტიანული კულტურის მხარეში, რომელმაც წარმოშვა დიდი სულიერი მამები...“

მიტინგზე სიტყვით გამოვიდნენ აკადემიკოსები გიორგი ციციშვილი, ივანე კიღურაძე, პოეტი ფრიდონ ხალვაში, საქართველოს სხვა უნივერსიტეტებისა და ინსტიტუტების რექტორები, პროფესორი კონსტანტინე ჯმუხაძე, დოცენტები ნადია ჯიბუტი და ონისე სურმანიძე, აჭარის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი თენგიზ ხახვა და საქართველოს ცეკავშირის თავმჯდომარე რესან კონცელიძე.

მომხსენებლები აღნიშნავდნენ, რომ ბათუმის უნივერსიტეტის ვალია, ღირსეულად განაგრძოს ქართული საუნივერსიტეტო ტრადიციები და იქცეს მძლავრ სამეცნიერო და საგანმანათლებლო კერად.
რესან კონცელიძის განცხადებით, საქართველოს ცეკავშირმა მილიონნახევარი მანეთი გადასცა უნივერსიტეტს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გასაუმჯობესებლად და ლაბორატორიების მოსაწყობად.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი ზარი 1990 წლის 3 ოქტომბერს დაირეკა. ეს პატივი წილად ხვდა მხცოვან პედაგოგს, პარმენ პატარაიას.

დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მრავალფუნქციური საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებაა, სადაც სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და მკვლევართა თანამშრომლობით შექმნილია აკადემიური განათლებისა და სამეცნიერო კვლევების ერთიანი სივრცე.

უნივერსიტეტი აერთიანებს 9 ფაკულტეტს:
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი;

ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი;

იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი;

ტექნოლოგიური ფაკულტეტი;

ტურიზმის ფაკულტეტი;

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი.
უნივერსიტეტმა არაერთხელ  წარმატებით გაიარა ავტორიზაცია და აკრედიტაცია.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს პროფესიული განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრი, სადაც ფუქნციონირებს 8 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა და 5 მოკლევადიანი პროგრამა.  

ბათუმის შოთა რუსთა ელის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს:

35 საბაკალავრო პროგრამას,  28 სამაგისტრო პროგრამას, 8 სადოქტორო პროგრამას, 1 ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა, 3 ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა.

სასწავლო და კვლევით პროცესში ჩართულია აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი, მოწვეული ლექტორ-მასწავლებლები და ემერიტუს პროფესორები.   

უნივერსიტეტის ემბლემა პირველად 2005 წელს შეიქმნა. ტენდერში მონაწილეობდნენ მხატვრები ჯ. მიქელაძე (2 ესკიზი), ზ. ხაბაძე (5 ესკიზი) და თ. ღლონტი (4 ესკიზი). კომისიის გამარჯვებული გახდა ზ. ხაბაძის ნამუშევარი — „წიგნი გვირგვინით“ (ზღვა, წიგნი, სხივებიანი გვირგვინი).
2006 წელს შეიქმნა უნივერსიტეტის ახალი გერბი, რომლის ავტორიცაა ბათუმელი მხატვარი დავით სერგია („ელბი სტუდიო“).
უნივერსიტეტის მედალი 2012 წელს შეიქმნა, მისი ავტორია პროფესორი გ. ფარცხალაძე. მედალი გადაეცემა უნივერსიტეტის საპატიო დოქტორებსა და სხვა გამორჩეულ სტუმრებს.

საუნივერსიტეტო განათლება ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. 90 წლის განმავლობაში ბათუმის პედაგოგიურმა ინსტიტუტმა, ხოლო შემდეგ — შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს განათლებისა და კულტურის განვითარებაში.

გაზეთი „ბათუმის უნივერსიტეტი“, თითოეული უნივერსიტეტელი, ულოცავს რეგიონის უმნიშვნელოვანეს საგანმანათლებლო კერას ამ სახელოვან იუბილეს. წინ მრავალი ახალი გამოწვევა და წარმატებული საქმეა განსახორციელებელი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა