7 ივნისი 2018 წელი

„სტუდენტური დღეები - 2018“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებით დაიწყო. ბსუ-ს სტუდენტებმა სპორტის სამ სახეობასა და ინტელექტუალურ შეჯიბრში გაიმარჯვეს. ფინალურ შეხვედრებში ქუჩის კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა და ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ უნივერსიტეტმა ბათუმის საზღვაო აკადემიას სძლია, ხოლო ფრენბურთში - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს. ვულოცავთ სტუდენტებს წარმატებულ სტარტს და ვუსურვებთ წარმატებებს სხვა ნომინაციებში.
სტუდენტური დღეების გამარჯვებულს აჭარის ა.რ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი 10 ივნისს, ბათუმის საზაფხულო თეატრში გამოავლენს.