14 მარტი 2019 წელი
აჭარის ჩემპიონატზე მკლავჭიდში ბსუ-ს მკლავჭიდელთა ნაკრებმა სხვადასხვა წონითი კატეგორიის საპრიზო ადგილები მოიპოვეს. ჩემპიონატი 16-17 თებერვალს, აჭარის ა.რ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერითა და აჭარის მკლავჭიდის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.
ბსუ-ს მკლავჭიდელთა გუნდის წევრმა გიორგი საფარიძემ საქართველოს საუნივერსიტეტო ჩემპიონატში "უნივერსიადა - 2018" მკლავჭიდის სახეობაში მარჯვენა მკლავში 80 კგ. წონით კატეგორიაში III ადგილი აიღო. ჩემპიონატი 7-20 დეკემბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.
აჭარის ჩემპიონატზე მკლავჭიდში ბსუ-ს მკლავჭიდელთა ნაკრების მიერ მოპოვებული საპრიზო ადგილები:
მელანო მახარაძე I ადგილი; აბსოლუტური წონითი კატეგორია
გიორგი საფარიძე - ორივე მკლავი I ადგილი. აბსოლუტური წონითი კატეგორია, 21 წლამდე.
ომარი გობაძე- მარჯვენა ხელი I ადგილი. მარცხენა ხელი III ადგილი; 75 კგ. წონითი კატეგორია 21 წლამდე. 21 წელზე ზევით კატეგორიაში- III ადგილი.
ვეფხია აბაშიძე - III და II ადგილები; 65 კგ. წონითი კატეგორია
მამუკა მამულაძე - III ადგილი; 60 კგ. წონითი კატეგორია
მიშა მახარაძე - II და III ადგილები; 65 კგ. წონითი კატეგორია