8 ივლისი 2019 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე მითაიშვილი ბსუ-ს გოგონათა ფოლკლორულ ანსამბლ „თირინის“ წევრებსა და ხელმძღვანელს თეიმურაზ დოლიძეს შეხვდნენ. გოგონათა ანსამბლმა რამდენიმე დღის წინ მონაწილეობა მიიღო ბულგარეთის ცეკვისა და სიმღერის საერთაშორისო ფესტივალში - „ოქროს დღეები“. ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე მითაიშვილმა ანსამბლის წევრებს ფესტივალში წარმატებულად მონაწილეობა მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტისა და ქართული ხელოვნების პოპულარიზაციისათვის.