26 დეკემბერი 2025 წელი

ბსუ-ში საახალწლო კონცერტი და წარმატებულ სტუდენტთა დაჯილდოება გაიმართა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ტიტე აროშიძემ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა. რექტორმა მოადგილეებთან ერთად, ,,სტუდენტური დღეები 2025”-ის ფარგლებში გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვა, ასევე წლის საუკეთესო ფაკულტეტად დასახელდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი.
გამოვლინდა ნომინაციები:
-
წლის ახალგაზრდა მუსიკოსი
-
წლის სპორტსმენი
-
წლის ჯანსაღი ცხოვრების მხარდამჭერი
-
წლის სტუდენტი
-
წლის მოხალისე
-
2025 წლის სტუდენტური დღეები 2025 გამარჯვებული ფაკულტეტი
-
2025 წლის სტუდენტური დღეები 2025-ის მხადამჭერი
დაჯილდოების ცერემონია საახალწლო კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობდნენ: ბსუ-ს ბენდი, თანამედროვე საესტრადო-ვოკალური სიმღერის ჯგუფი, გოგონათა და ვაჟთა ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი „თირინი“ და მხიარულთა და საზრიანთა გუნდი.
,,სტუდენტური დღეები 2025"-ის გამარჯვებულები