
19-20 თებერვალს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,Erasmus+“-ის საგრანტო პროექტის „პროფესიული განათლებისა და სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობა მენტორინგისა და ტუტორინგის სისტემით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში" (PROMENT) დასკვნითი კონფერენცია ჩატარდა.
კონფერენციის მიზანი იყო PROMENT პროექტის შედეგების წარდგენა ფართო საზოგადოებისთვის, პროექტის ფარგლებში ბსუ-ში დანერგილი ტუტორობისა და მენტორობის პროგრამის შემდგომი განვითარების და მდგრადობის პერსპექტივების განხილვა, მიღებული გამოცდილების გაზიარება აჭარის ა.რ. არსებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.
კონფერენცია მიმდინარეობდა ჰიბრიდულ ფორმატში და მასში მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები.
კონფერენცია გახსნეს ბსუ-ს რექტორმა ტიტე აროშიძემ, პროექტის მენეჯერმა, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა ლელა თურმანიძემ, პროექტის კოორდინატორმა, ლვივის პოლიტექნიკური ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორმა ოლეჰ მატვიკივმა, დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ პროექტის კონსორციუმის წევრები: აჭარის სავაჭრო და სამრეწველო პალატის წარმომადგენელი ნინო დოლიძე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელი თეა მურვანიძე.
კონფერენციის მონაწილეებმა ერთმანეთს მენტორობისა და ტუტურობის სისტემის დანერგვისა და ფუნქციონირების გამოცდილება გაუზიარეს, განიხილეს მიზნები, ამოცანები, მიღწეული შედეგები, პრაქტიკული მაგალითები და მიგნებები. წარმოდგენილი იყო აჭარის ა.რ. სავაჭრო და სამრეწველო პალატის მხარდაჭერა მენტორობის სქემაში და მდგრადი თანამშრომლობის პერსპექტივები. მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი დისკუსიებში.
გალა კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგნენ სპიკერები:
ლელა თურმანიძე - ბსუ-ს პროფესორი, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი, პროექტის მენეჯერი;
თეა მურვანიძე - სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელი;
ნინო დოლიძე - აჭარის ა.რ. სავაჭრო და სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე;
ნათია სურმანიძე - აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის საექსპორტო და საინვესტიციო ურთიერთობების სპეციალისტი;
ნინო სამნიძე - ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი, ენებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელი, პროექტის წევრი;
ნანა მაზმიშვილი - ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი, პროექტის წევრი;
ლევან ტარიელაძე - სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსი, პროექტის წევრი;
ნინო დევაძე - ბსუ-ს ასისტენტ-პროფესორი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო ერასმუს + MoVex პროექტის შედეგები და ისაუბრა პროექტის ფარგლებში შემუშავებული სასწავლო კურსების ტუტორობისა და მენტორობის პროგრამის პლატფორმაზე ჩაშენების შესაძლებლობაზე.
ნიკა ფარტენაძე, ჯანრი ბერიძე - ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები;
გიორგი მოსიძე, მარიამ ფუტკარაძე, გრაცია ჯორთმენაძე, დიანა ქამადაძე, ლიზი შარაძე - ბსუ-ს სტუდენტები.
კონფერენცია ითვალისწინებდა პრაქტიკულ სესიებს, სადაც პროექტის ფარგლებში მომზადებულმა მენტორებმა ნინო სამნიძემ და ელისო ძნელაძემ სტუდენტებს ჩაუტარეს მასტერკლასები: „პროექტების იდეების გენერირება ტუტორობისთვის“ და „ჩემი პირველი სამეცნიერო კვლევა“.
გალა კონფერენციის მონაწილეებს სერტიფიკატები და მადლობის სიგელები გადაეცათ.