სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი

საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი

სურათი

ბათუმში საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება. ზღვისპირა ქალაქი მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას 2-6 ივნისს უმასპინძლებს. ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ხელს შეუწყობს რეგიონში სპორტის სფეროს გაძლიერებას, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და სპორტული ტურიზმის განვითარებას.

უპრეცედენტო, ძალიან მასშტაბური გახსნის ცერემონიის ღონისძიება 2 ივნისს, ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სპორტულ შეჯიბრებებში (17 სახეობაში) ჩართული ახალგაზრდა სპორტსმენები. ასევე, მაყურებლის წინაშე წარმოდგენილი იქნება დაუვიწყარი, ეფექტური კულტურული პროგრამა, თანამედროვე შოუს ელემენტებით. 

დასწრება თავისუფალია!!!ერთად გავამხნევოთ ჩვენი სპორტსმენები და ვაჩუქოთ კიდევ ერთი ლამაზი საზეიმო საღამო ერთმანეთს.

ღონისძიების დასაწყისი: 21:30 საათი;

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა