სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი

ბსუ-ს საფეხბურთო ნაკრები საქართველოს საუნივერსიტეტო ლიგის ჩემპიონია

სურათი

საუნივერსიტეტო ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის გამართულ ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონატში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა. ჯგუფურ ეტაპზე დაამარცხა ილიაუნი (6:5), სტუ (6:3), თსუ (4:3), თსსუ (4:3), ხოლო ფინალში სტუ-ს ნაკრებთან ანგარიშით 4:1 პირველობა მოიპოვა. საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციამ ბსუ-ს საფეხბურთო ნაკრებს სტუდენტური თასი, მედლები და სიგელები გადასცა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს ნაკრებს გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა