დეპარტამენტის შემადგენლობაში შედის კარიერული განვითარებისა და მხარდაჭერის განყოფილება, კულტურისა და სპორტის განყოფილება, სტუდენტთა ელექტრონული რესურსების მართვის განყოფილება რომლებიც უზრუნველყოფენ აღნიშნული ფუნქციების სათანადოდ შესრულებას.
სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ძირითად ფუნქციებს წარმოადგენს:
ა) უნივერსიტეტის სტუდენტთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, ასევე სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე საკონსულტაციო მომსახურება;
ბ) სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის (შემდეგში ,,სისტემის“) ადმინისტრირება;
გ) სტუდენტური პორტალის (www.portal.bsu.edu.ge) ადმინისტრირება და მართვა;
დ) საუნივერსიტეტო აქტივობების განხორციელებისათვის სტუდენტთა მხარდაჭერა, ამ მიზნით სხვადასხვა სოციალური პროექტების მომზადება და განხორციელებისათვის ხელშეწყობა;
ე) უნივერსიტეტის სასწავლო, სამეცნიერო, კულტურული, სპორტული საქმიანობის პოპულარიზაცია, ორგანიზება და განხორციელებისათვის ხელშეწყობა (საუნივერსიტეტო ინტელექტუალური/სამეცნიერო/შემეცნებითი ხასიათის და საქველმოქმედო სახის შემოქმედებითი სტუდენტური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
ვ) საუნივერსიტეტო სპორტული გუნდების, მუსიკალური ანსამბლებისა და შემოქმედებითი ჯგუფების შექმნის შესახებ სტუდენტთა ინიციატივების წარმოდგენა, მათი რეალიზაციისათვის ხელშეწყობა და საქმიანობის კოორდინაცია;
ზ) საუნივერსიტეტო სპორტის განვითარება, სპორტის პოპულარიზაცია, სპორტული ღონისძიებების/უნივერსიადების ორგანიზება, ნიჭიერი სტუდენტების გამოვლენა, უნივერსიტეტის სახელით რეგიონალურ და რესპუბლიკურ უნივერსიადებში და სტუდენტურ დღეებში მათი მონაწილეობის ხელშეწყობა;
თ) უნივერსიტეტის სტუდენტების ჰარმონიული განვითარებისა და სახელოვნებო სივრცეში მათი მოზიდვის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი შემოქმედებითი კონტაქტების დამყარება და უნივერსიტეტის სტუდენტების შემოქმედებით საქმიანობაში ჩაბმაზე ზრუნვა, მათი ნიჭისა და სურვილის შესაბამისად;
ი) საგანმანთლებლო სფეროში მიმდინარე სხვადასხვა კონკურსების, პროექტების და პროგრამების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის გაცნობა;
კ) სტუდენტების ხელშეწყობა დასაქმებისათვის აუცილებელი ზოგადი უნარ-ჩვევების განვითარებაში, მათი ინფორმირება შრომის ბაზრის დინამიკასა და პერსპექტივებზე, სტუდენტთადასაქმებისხელშეწყობის სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, დამსაქმებლებთან მჭიდრო თანამშრომლობა მათი სასწავლო პროცესთან დაახლოებისა და სამომავლოდ, საგანმანთლებლო პროგრამების განხორციელებაში ჩართულობის უზრუნველსაყოფად;
ლ) სტუდენტების დახმარება საკუთარი განათლებისა და კარიერის სწორად წარმართვაში და დამსაქმებლებთან ურთიერთობაში;
მ) შრომის ბაზრისა და დასაქმების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან (სახელმწიფო, არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან) თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით;
ნ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტების მხარდაჭერა საუნივერსიტეტოცხოვრებაში მათი ინტეგრირების მიზნით და შესაბამისი წინადადებების უნივერსიტეტის ადმინისტრაციისათვის წარდგენა;
ო) საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.
3. სტუდენტთა ელექტრონული რესურსების მართვის განყოფილება სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის ადმინისტრირებას ახორციელებს ბსუ-ს ფაკულტეტებთან, სასწავლო პროცესის დეპარტამენტთან, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურთან კოორდინირებული მუშაობით, ამ სტრუქტურული ერთეულების ფუნქციების გათვალისწინებით.
4. სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის ადმინისტრირების მიზნით სტუდენტთა ელექტრონული რესურსების მართვის განყოფილება:
ა) ახორციელებს სისტემაში სტუდენტთა პირადი საქმეების ძირითადი ნაწილის (პირადობის მოწმობა/პასპორტი, ხელშეკრულება, ატესტატი, დიპლომი/სერტიფიკატი, ფოტო, კვალიფიკაციის მინიჭების გადაწყვეტილების, სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის აქტები და სხვა) დიგიტალიზაციას;
ბ) უზრუნველყოფს სისტემაში სტუდენტთა აკადემიური და ადმინისტრაციული რეგისტრაციის (ფინანსური ვალდებულების შესრულება) პროცესების მართვას, ფაკულტეტებთან და საფინანსო-ეკონომიკურ დეპარტამენტთან კოორდინირებული მუშაობით;
გ) ადგენს და ასახავს ელექტრონულად სისტემაში საუნივერსიტეტო სასწავლო ცხრილებს, ბსუ-ს ფაკულტეტებთან და სასწავლო პროცესის დეპარტამენტთან კოორდინირებით;
დ) ახორციელებს სტუდენტური პორტალის www.portal.bsu.edu.ge ადმინისტრირებას და მართვას, ბსუ-ს რექტორის ბრძანებით დადგენილები წესის შესაბამისად;
ე) ახდენს ბსუ-ს გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილე სტუდენტების შესახებ ინფორმაციის დამუშავებას და აწარმოებს შესაბამის მონაცემთა ბაზას.
დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობს სტუდენტურ თვითმმართველობასთან და სხვა სტუდენტურ ორგანიზაციებთან, საინიციატივო ჯგუფებთან და სტუდენტურ პერიოდულ გამოცემებთან.