სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი

სტუდენტურმა თეატრმა „დასმა“ ფესტივალის ორ ნომინაციაში გაიმარჯვა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა თეატრმა  „დასმა“ საერთაშორისო ფესტივალის - „ნიღაბი 2016“ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა. ბათუმელი სტუდენტები მაყურებლის წინაშე რეჟისორ როინ დვალის მიერ დადგმული სპექტაკლით - „დარისპანის გასაჭირი“ წარსდგნენ. კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით, ქალის საუკეთესო როლის შემსრულებლად სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი მარიამ ქიქავა დასახელდა, ხოლო ფესტივალის სპეციალური პრიზი ფესტივალის საპატიო წევრს, ბსუ-ს სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახურის მთავარ სპეციალისტს როინ დვალს გადაეცა. უნივერსიტეტი სტუდენტურ თეატრ „დასს“ ულოცავს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს.

ფესტივალი მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაციისა და ქ. თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში გაიმართა. მასში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების თეატრალურ დასებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტური თეატრებიც მონაწილეობდნენ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა