27 დეკემბერი 2016 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საახალწლო კონცერტი გაიმართა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორმა მერაბ ხალვაშმა სტუდენტებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა. მაყურებლის წინაშე პირველად წარსდგა უნივერსიტეტის ვოკალურ-ინსტრუმენტული ბენდი ,,ბსუ’’. კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ მომღერლები: გიორგი ნაკაშიძე, თამარ ლაბაძე, ოთარ კუჭავა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი „თირინი“, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „იბერიონი“ და წმიდა მათატა მოციქულის გიმნაზია-პანსიონის ბენდი „კალანდა“.