15 თებერვალი 2017 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა და აჭარის კარატეს ფედერაციის პრეზიდენტმა გოჩა სურმანიძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება ერთობლივი სპორტული ღონისძიებების, პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. თანამშრომლობის ფარგლებში უნივერსიტეტში სტუდენტებისათვის კარატეს უფასო კურსები ამოქმედდება.