სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი

სტუდენტური თეატრების საერთაშორისო ფესტივალი „დებიუტი“ საზეიმოდ გაიხსნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმოდ გაიხსნა სტუდენტური თეატრების საერთაშორისო ფესტივალი „დებიუტი“. ხუთი დღის განმავლობაში საუნივერსიტეტო სცენა დაეთმობა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ლატვიის ქალაქ ელგავას აგრარული უნივერსიტეტის, ლიტვის ქალაქ ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თეატრებს. სტუდენტური თეატრების საერთაშორისო ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს თეატრალური ღირებულებების დამკვიდრებას, კულტურულ-შემეცნებითი პროექტების განხორციელებასა და სტუდენტთა შორის ურთიერთობების გაღრმავებას.

ფესტივალი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა დასმა ,,თეატრონმა’’ სპექტაკლის ,,რომანტიული კომედია’’ პრემიერით (რეჟისორი გიორგი ფირცხალაშვილი) გახსნა.

სტუდენტური თეატრების საერთაშორისო ფესტივალი საზეიმოდ რამდენიმე ღონისძიებით დაიწყო. „ბსუს ბენდის“ მონაწილეობით ჩატარდა კონცერტი, თეატრალურ კოსტიუმებში ჩაცმულმა მსახიობებმა სხვადასხვა თეატრალურ კომპოზიციაში გააცოცხლეს გმირები სპექტაკლებიდან, მოეწყო ბსუ-ს სტუდენტური თეატრის ფოტოგამოფენა და ფესტივალის მომზადების ამსახველი დოკუმენტური ფილმის ჩვენება.

„დებიუტი“ ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება.

სტუდენტური თეატრების საერთაშორისო ფესტივალის პროგრამა

8 ნოემბერი
19:00 სთ. - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თეატრი ,,თეატრონი’’, სპექტაკლი ,,რომანტიული კომედია’’, რეჟისორი გიორგი ფირცხალაშვილი

9 ნოემბერი
19:00 სთ. - ლატვიის ქალაქ ელგავას თეატრი, სპექტაკლი „ალუბლის ბაღი“, რეჟისორი ასტრა კაცენა

10 ნოემბერი
15:00 სთ. - ლიტვის, ქალაქ ვილნიუსის უნივერსიტეტის სტუდენტური თეატრი, სპექტაკლი „სხეულის გავლით“, რეჟისორი: ანდრიუს პულკანინკასი

19:00 სთ. - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი „სხვენი“, სპექტაკლი „ჩეხოვის ხუმრობები“, რეჟისორი გიორგი გომურაშვილი

11 ნოემბერი
18:00 სთ. - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის თეატრი „ლიბერტა“, სპექტაკლი,  „ბოდიში, რომ ცოცხალი ვარ“, რეჟისორი თამარ საღინაძე
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა