ტემპუსის პროექტი ”უნივერსიტეტი-საწარმო თანამშრომლობის გაძლიერება კომპეტენციებზე დაფუძნებული სწავლების გზით”

სურათი

ტემპუსის პროექტის ”უნივერსიტეტი-საწარმო თანამშრომლობის გაძლიერება კომპეტენციებზე დაფუძნებული სწავლების გზით” ფარგლებში უნივერსიტეტში კონფერენცია გაიმართა თემაზე: „უნივერსიტეტების და საწარმოების თანამშრომლობა: სტრატეგიები და შესაძლებლობები სწავლების და კვლევის ეკონომიკური განვითარებისთვის“. პროექტი ითვალისწინებს მრეწველობის, ეკონომიკისა და ბიზნესის სექტორთან უნივერსიტეტის თანამშრომლობის ეფექტური, მდგრადი მექანიზმის დანერგვის ხელშეწყობასა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლის გაზრდას. კონფერენციაზე პროექტის მონაწილეებმა შეაჯამეს სამი წლის განმავლობაში წარმოებულ კვლევის შედეგები. ასევე განიხილეს ეკონომიკის სექტორთან თანამშრომლობის მდგრადობის მექანიზმები და დასახეს შემდგომი თანამშრომლობის გეგმები.

ტემპუსის პროექტში ჩართულია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლიუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი (ბელგია), კოვენტრის უნივერსიტეტი, საფრანგეთის გრენობლის აკადემია, აალენის უნივერსიტეტი (გერმანია), უკრაინის მეტალურგიული უნივერსიტეტი, ჩერნივცის უნივერსიტეტი (უკრაინა), ოდესის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, სომხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გორისის უნივერსიტეტი (სომხეთი), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და სავაჭრო და სამრეწველო პალატები საქართველოდან, ბელგიიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა