იურიდიული ფაკულტეტი

მეექვსე საზაფხულო სკოლა „ევროკავშირის სამართალი და ევროინტეგრაცია სამხრეთ კავკასიაში “(EULEISC)

სურათი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით მეექვსე  საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ,,ევროკავშირის სამართალი და ევროინტეგრაცია სამხრეთ კავკასიაში“ გაიხსნა. საზაფხულო სკოლის მიზანია სამხრეთ კავკასიის რეგიონთან მიმართებაში ევროპეიზაციის სხვადასხვა ჭრილში წარმოჩენა და განხილვა. კერძოდ, როგორ და რა მასშტაბით  შეიძლება ევროპეიზაციამ იქონიოს გავლენა რეგიონის პოლიტიკურ ინსტიტუტებზე, უსაფრთხოების სტრატეგიაზე, კანონმდებლობაზე, სოციალურ და კულტურულ საკითხებზე. ასევე, პოსტსაბჭოთა ქვეყნების განვითარების გაანალიზება ევროპეიზაციის გზაზე. საზაფხულო სკოლა ბსუ-ს პრორექტორმა თამარ სირაძემ, იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა ადამ მახარაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის კიევის სამართლის უნივერსიტეტის დირექტორმა ვლადიმერ იაკიმჩუკმა და ავსტრიის გრაცის უნივერსიტეტის პროფესორმა ბენედიქტ ჰარცლიმ გახსნეს.
 
სკოლის ფარგლებში განიხილება შემდეგი საკითხები: ევროპეიზაციის თეორიული ასპექტები, ევროპულ ინტეგრაციის სათავეებთან და დღევანდელი ვითარება,  ევროკავშირის სამართლის ფონდები, ევროკავშირის როლი კონფლიქტების მოგვარების საკითხში სამხრეთ კავკასიაში და სხვა. ერთკვირიან საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში  6  ქვეყნის 25 წარმომადგენელი მონაწილეობს.  ლექციებს  ქართველ პროფესორებთან ერთად, ავსტრიელი, ლიტველი, სომეხი და უკრაინელი პროფესორები წაიკითხავენ.     
 
საზაფხულო სკოლა ევროკავშირის ჟან მონეს გრანტის პროექტის  ფარგლებში შექმნილი ქსელის „ევროპის მცოდნეობის განვითარება კავკასიაში“ დაფინანსებითა და უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის კიევის სამართლის უნივერსიტეტის თანაორგანიზატორობით ტარდება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა