საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მიერ ორეგანიზებული საუკეთესო აკადემიური ნაშრომების კონკურსის მონაწილე სტუდენტებს: ინგა ბერიძეს, მირიან თაფლაძეს, მეგი ბარამიძეს, სოფო კეკელიძეს, ანა ნიქაბაძეს, მელანო აბაშიძეს, ნინი სიხარულიძეს, მალვინა პაპუნიძესა და რუსიკო ცინცაძე ზამთრის სკოლის - ,,ბაკურიანი 2014“-ის ფარგლებში ტრენინგები ჩაუტარდათ. სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტები ქართველი და ამერიკელი პროფესორების დახმარებით ისეთ აქტუალურ საკითხებს გაეცნენ, როგორიცაა: კონფლიქტების მოგვარება, ეფექტური კომუნიკაცია, მედიის კრიტიკული შეფასება, გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ადგილობრივი და საერთაშორისო მექანიზმები, საარჩევნო სისტემები, ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციები, სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა, მონიტორინგი და ადვოკატირება, ადგილობრივ თვითმმართველობაში სამოქალაქო სექტორის ჩართულობა და სხვა. სწავლების დასასრულს ორგანიზატორებმა ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.
უკან |