იურიდიული ფაკულტეტი

აუტიზმის საერთაშორისო დღე

სურათი

აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობისა და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა ინკლუზიური ჯგუფის მოზარდები მოინახულეს და ტკბილეული გადასცეს. შეხვედრა მიზნად ისახავდა აუტიზმის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობასა და ცნობიერების გაზრდას. ბათუმის მე-6 საჯარო სკოლაში არსებული ინტეგრირებული ჯგუფის მოსწავლეებმა და თამარის დასახლებაში საოჯახო ტიპის სახლში მყოფმა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებმა სტუდენტებს სხვადასხვა სახის ნამუშევრები, ნახატები და თიხისგან დამზადებული ნივთები წარუდგინეს. 2007 წლის 18 დეკემბერს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა