იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის ფილიალში, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა "ეროვნული შეჯიბრი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში" ფინალური ეტაპი. შეჯიბრში მონაწილეობნენ საქართველოს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სამ-სამი სტუდენტისგან შემდგარი გუნდები. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის II კურსის სტუდენტებმა წარმოადგინეს ასისტენტ პროფესორ არმაზ კახიძის ხელმძღვანელობით. ნიკა დუმბაძემ, ანა არძენაძემ და ირაკლი გობაძემ III ადგილი დაიკავეს. გამარჯვებულები სერტიფიკატებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვეს. შეჯიბრის ფარგლებში პირველობის მონაწილეებმა ორდღიანი ინტენსიური სალექციო კურსი გაიარეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში.
უკან |