საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ბათუმის იუსტიციის სახლში ახორციელებს პროგრამას „მოხალისე“, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 30-მდე სტუდენტი მონაწილეობს. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ დახმარება გაუწიონ მოქალაქეებს იმ სერვისების მიღებაში, რომელიც ბათუმის იუსტიციის სახლში მოქმედებს. პროექტი სტუდენტებს პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარება.
უკან |