
25 და 26 აპრილს, ქალაქ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავშირი საფარის სპეციალისტებმა ჩაატარეს ტრენინგი და საჯარო ლექცია თემაზე: “გენდერული ძალადობის ღია და ფარული ფორმები”. ტრენინგი მოიცავდა შემდეგ საკითხებს:- გენდერი, გენდერულად მოტივირებული დისკრიმინაცია, გენდერული თანასწორობისათვის ბრძოლა და აქტივიზმი,სექსუალური შევიწროება, როგორც გენდერული დისკრიმინაციის გამოხატულება და საკითხის სამართლებრივი რეგულირება, როგორ დავიცვათ თავი და როგორ დავეხმაროთ სხვას;
ლექციისა და ტრენინგის ფარგლებში სტუდენტებმა ნახეს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი. ტრენინგი წარიმართა დისკუსიის რეჟიმში, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ინფორმაცია მიეღოთ მათთვის აქტუალურ თემებზე და ასევე გაეზიარებინათ თავისი შეხედულებები. ოცამდე სტუდენტს გადაეცა სერტიფიკატი.
| უკან |


