იურიდიული ფაკულტეტი

შვედეთის მთავრობის სტიპენდიების წარდგინება

სურათი

შვედური ინსტიტუტის (SI) კურსდამთავრებულთა ასოციაციამ საქართველოში ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის შვედეთის მთავრობის სტიპენდიების წარდგინება გამართა. ასოციაციის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს SI ვიზბის რეგიონის სტიპენდია (Visby Scholarship) და  შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული სხვა სასწავლო, გაცვლითი და სტაჟირების პროგრამები გააცნეს. სტიპენდიები ითვალისწინებს სწავლებას ყველა სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, მაგისტრანტებისათვის, დოქტორანტებისა და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის. SI-ს კურსდამთავრებულთა ასოციაცია საქართველოში 2015 წლის ნოემბერში დაფუძნდა და დღემდე, მისი მხარდაჭერით 150-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება შვედეთის წამყვან უნივერსიტეტებში.

პროექტი ხორციელდება SI-სა და შვედეთის სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ SI-ს კურსდამთავრებულთა ასოციაციის ფეისბუქ გვერდს http://://www.facebook.com/sialumninetwork/

ან SI-ს ვებ-გვერდს https://si.se/
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა