იურიდიული ფაკულტეტი

ასოცირებული პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე საკონსტიტუციო სამართლის საერთაშორისო ასოციაციის წევრი გახდა

სურათი

საკონსტიტუციო სამართლის საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე საკონსტიტუციო სამართლის საერთაშორისო ასოციაციის წევრი გახდა. ასოციაიცია საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს საგანმანათლებლო, კვლევით ინსტიტუტებს, ინდივიდუალურ წევრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და კონსტიტუციური სამართლის სფეროში საგანმანათლებლო, კვლევითი გამოცდილების გაზიარებას ემსახურება. მალხაზ ნაკაშიძე, როგორც ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი,  2018 წლის აპრილში მიწვეულია საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ მრგვალ მაგიდაზე ქალაქ შანხაიში და საკონსტიტუციო სამართლის მსოფლიო კონგრესზე.

ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება კონგრესი და მიმდინარე წელს ივნისის თვეში ქალაქ სეულში (სამხრეთ კორეა) გაიმართება. ასოციაციის ფარგლებში მალხაზ ნაკაშიძე იმუშავებს კონსტიტუციური ცვლილებების მუდმივმოქმედ სამეცნიერო  ჯგუფში.

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა