სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918 -1921) მეხსიერების პოლიტიკის კონტექსტში“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ილიაუნის საქართველოს პოლიტოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე: ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918 -1921) მეხსიერების პოლიტიკის კონტექსტში“. მომხსენებლებმა ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: პირველი რესპუბლიკის პოლიტიკური ლექსიკონი - პოლიტიკოსი, როგორც მასწავლებელი; ქართული ემიგრაციის თავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორია; საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მეხსიერების პოლიტიკის კონტექსტში, საქართველო - გერმანიის ფოთის 1918 წლის ხელშეკრულება; ნოე ჟორდანია: საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ხედვა.
კონფერენციის მონაწილეებმა სამეცნიერო მოხსენებები წარმოადგინეს თემებზე: ერთიანი ევროპული იდეის ქართული სახელმწიფოებრივი ორიენტირები; საპარლამენტო რესპუბლიკა საქართველოში; საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხი ბეჭდური მედიის ფურცლებზე 1918 – 1921 წლებში, ბათუმის ოლქის ისტორიიდან და ა.შ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა