სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

პროექტი - „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“

სურათი

ბავშვთა და ახალგაზრდების ძალადობისგან დაცვა - ამ თემაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის „სთეფ ფორვარდი“ ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ფარგლებში შედგა და მიზნად ისახავდა დამსწრე საზოგადოებისთვის პროექტის ამოცანების,  დაგეგმილი საქმიანობების ერთი წლის შედეგების გაცნობა-შეჯამებას და  ძალადობის დაცვის სისტემის გაუმჯობესებას. პროექტში არასამთავრობო სექტორთან ერთად, ჩართული არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგები. ღონისძიებას ბავშვთა დაცვის სფეროს ადგილობრივი უწყებების ხელმძღვანელი და გადაწყვეტილების მიმღები პირები ესწრებოდნენ.

პროექტის ფარგლებში დაფუძნებული ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების ცენტრები მუშაობს თბილისში, ბათუმსა და ზუგდიდში. ცენტრები მულტიდისციპლინური და მულტისექტორული მომსახურების მიწოდებით, ეხმარებიან ძალადობის მსხვერპლ და რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებს და ახალგაზრდებს, რათა უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება, უფლებების დაცვა და რეაბილიტაცია. ბათუმის ადვოკატირების ცენტრი ფუნქციონირებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის კლინიკის ბაზაზე.

პროექტს ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი,   საზოგადოებრივ ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდთან“, რეაბილიტაციის და განვითარების საქველმოქმედო ცენტრ „თანაზიართან” და ბავშვის საერთაშორისო   ბიუროსთან თანამშრომლობით. პროექტის ასოცირებული პარტნიორები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბავშვთა საერთაშორისო ჰელპლაინი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა