მე-7 საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ქართული ხელნაწერი"
30 იანვარი 2024 წელი
მე-7 საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ქართული ხელნაწერი"
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ლუვენის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ინსტიტუტთან (ბელგია) თანამშრომლობით მართავს - მე-7 საერთაშორისო საზაფხულო სკოლა "ქართული ხელნაწერი". პროექტის მიზანია ქართველოლოგიური მეცნიერებების პოპულარიზაცია; ქართული ხალნაწერის, როგორც კულტურათაშორისი ურთიერთობების პროდუქტის, მრავალმხრივობის და მნიშვნელობის აქცენტირება.ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის პროგრამა შედგება ხუთი სასწავლო მოდულისგან: 1. საქართველო: ისტორია, ენა, დამწერლობა, 2. ქართული ხელნაწერი - ჟანრობრივი და თემატური მრავალფეროვნება; 3. ქართული ისტორიული დოკუმენტი, 4. ქართული ნაბეჭდი წიგნი და 5. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ფორუმის მასპინძელი უნიკალური ინსტიტუცია - ხელნაწერების უმნიშვნელოვანესი საცავი და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.
სრულად