შეხვედრა საერთაშორისო სადოქტორო სკოლის „დიგიტალური ჰუმანიტარიის“ გამარჯვებულ დოქტორანტებთან
12 აპრილი 2017 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში, რექტორის მოადგილეები ნათია წიკლაშვილი, თამარ სირაძე საერთაშორისო სადოქტორო სკოლის „დიგიტალური ჰუმანიტარიის“ გამარჯვებულ დოქტორანტებს შეხვდნენ და წარმატება მიულოცეს. საერთაშორისო პროექტს გოეთეს სახელობის უნივერსიტეტი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ახორციელებს. პროექტის ფარგლებში შექმნილი სადოქტორო სკოლის მონაწილეებმა პირველი ტურის შემდეგ, მონაწილეობა მიიღეს 23-29 მარტს, ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში გამართულ მეორე ტურში. თამარ ქათამაძე, დევაძე ქეთი და ბერიძე მარიკა უფასოდ ისწავლიან სამი წლის განმავლობაში, მათ მეცნიერ-ხელმძღვანელები ეყოლებათ საქართველოსა და გერმანიაში. ირმა გაბინაშვილმა და შერვაშიძე ირინემ სამთვიანი სასწავლო გრანტი მოიპოვეს, ხოლო მალხაზ თავდგირიძე მომავალ სადოქტორო სკოლის ტექნიკური დირექტორი იქნება. სადოქტორო სკოლის კურსდამთავრებულს შესაძლებლობა მიეცემა მიიღოს ორმაგი სადოქტორო ხარისხი, როგორც გერმანული, ისე ქართული.
სრულად