დოქტორანტურა

FaRiG-ის სამეცნიერო გრანტი

სურათი

2000 წელს ჯონ უილკინსონის მიერ დაარსებული ორგანიზაცია Friends of Academic Research in Georgia (FaRiG) ქართველ მეცნიერებს ყოველწლიურად საშუალებას აძლევს, მიიღონ გრანტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროში და ეხმარება მათ კვლევების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამოქვეყნებაში. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 28 თებერვალი

2024 FaRiG სამეცნიერო გრანტი - ქართველი მეცნიერთათვის ხელმისაწვდომი გრანტის ოდენობაა £ 1500. კვლევა ორიენტირებული უნდა იყოს საქართველოს კულტურასა და მემკვიდრეობაზე.

2024  FaRiG სიმონ ზაზაძის სახელობის გრანტი - ქართველ მეცნიერთათვის ხელმისაწვდომი გრანტის ოდენობაა £ 1500. კვლევა ორიენტირებული უნდა იყოს ქართულ-ანატოლიურ სწავლებებზე შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონის მდიდარი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის გათვალისწინებით.

2024 FaRiG პოლონსკის პრიზი - ქართველ მეცნიერთათვის ხელმისაწვდომი გრანტის ოდენობაა £ 1000. კვლევა ფოკუსირებული უნდა იყოს საქართველოსა და კავკასიის ებრაული თემების ისტორიასა და კულტურაზე.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 28 თებერვალი.

2024 FaRiG პრიზი საუკეთესო ესსესთვის

აღნიშნული პრიზის მოცულობაა £ 500.

კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო კრიტერიუმებია:

  • ესეს მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5000 სიტყვას;
  • აპლიკანტს შეუძლია ცხოვრობდეს ნებისმიერ ქვეყანაში;
  • გამარჯვებული ესსე გამოქვეყნდება FaRiG-ის ვებ-გვერდზე (შესაძლებელია გამოქვეყნდეს სამეცნიერო გამოცემებშიც);
  • მასალა არ უნდა იყოს მანამდე გამოქვეყნებული ინგლისურ ენაზე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: http://www.farig.org/

 

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა