დოქტორანტურა

დოქტორანტურაში მიღება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის

დოქტორანტურის გზამკვლევი

მადლობა, რომ დაინტერესდით ჩვენი უნივერსიტეტის დოქტორანტურით. ქვემოთ თქვენ გაეცნობით, რას გთავაზობთ და რა უნდა გააკეთოთ, იმისათვის რომ ჩვენი უნივერსიტეტის დოქტორანტი გახდეთ.  

  • როგორ დავიწყო სწავლა დოქტორანტურაში?

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოქტორანტურაში ჩარიცხვის ორი გზა არსებობს - მიღება და მობილობა.

  • ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში მიღებას აცხადებს აკადემიურიო საბჭო. ამ მიზნით, რექტორის ბრძანებით, იქმნება მიმღები  კომისია. გთხოვთ, ადევნოთ თვალი ჩვენს ვებგვერდს.
  • სადოქტორო პროგრამაზე მიღების გამოცხადების მიზნით სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული კვლევითი  მიმართულებების ფარგლებში მზადდება სადოქტორო ნაშრომის კვლევითი პროექტის მოკლე აღწერილობა (შემდეგში კვლევითი პროექტი), დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელის მითითებით.
  • დოქტორანტურაში სწავლისათვის, საჭიროა გქონდეთ ავტორიზებული სასწავლებლის მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი.
  • თუ აღნიშნული ხარისხი უცხოური უმაღლესი დაწესებულების მიერ მოგენიჭათ, მაშინ ჯერ უნდა მიმართოთ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს.

დოქტორანტობის კანდიდატს მოეთხოვება:

  • საკვლევი მიმართულების შესაბამისი ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი პროფესიული გამოცდილება;
  • კვლევითი პროექტის განხორციელების ინდივიდუალური ხედვა და ხელმძღვანელის თანხმობა;
  • ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე ან სხვა, დასავლეთევროპული (ფრანგული, გერმანული) ერთ-ერთი უცხოური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე და ინგლისურ ენის ცოდნა არანაკლებ B1 დონეზე; იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტი სამეცნიერო კვლევის ემპირიულ ბაზად ირჩევს ინგლისურ/გერმანულ/ფრანგულ ენას, მოეთხოვება ამ უცხოური ენის C1 დონეზე ცოდნა;
  • დოქტორანტობის იმ კანდიდატს, რომლისთვისაც ქართული არ არის მშობლიური ენა - ქართული ენის არანაკლებ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი (რომლის შესაბამისობას ადგენს/აფასებს უცხო ენის საგამოცდო კომისია) ან ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ბსუ-ს მიერ ორგანიზებული გამოცდის ჩაბარება. 
  •  რეგისტრაცია

დოქტორანტურაში მისაღებ კონკურსში მონაწილეობისთვის უნდა წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:

ა) განცხადება (შეავსეთ და ამობეჭდეთ);

ბ) დოქტორანტობის კანდიდატის სააპლიკაციო ფორმა

გ) საკვლევი მიმართულების შესაბამისი ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი პროფესიული გამოცდილება;

დ) კვლევითი პროექტის განხორციელების ინდივიდუალური ხედვა და ხელმძღვანელის თანხმობა;

ე) მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (მიმდინარე წელს კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე, ბსუ-ს კურსდამთავრებულთათვის ბსუ-ს მიერ დამოწმებული დიპლომის ასლი);

ვ)  პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;

ზ)  2 ფოტო სურათი ზომით 3X4–ზე და ელექტრონული ვერსია CD დისკზე;

თ)  წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ი) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

კ) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს შესაბამისი სადოქტორო პროგრამა.

 

გამოცდები

 

დოქტორნატურაში მისაღები პროცედურა ორი ნაწილისგან შედგება:

  • გამოცდა უცხო ენაში;
  • გამოცდის წარმატებით გავლის შემდეგ, თქვენ გაივლით გასაუბრება/გამოცდას სპეციალობაში, გასაუბრების მიზანია, უნივერსიტეტი გაეცნოს თქვენს აკადემიურ მიღწევებს, არჩეული სფეროს შესახებ ცოდნას და მოტივაციას.

გამოცდების წარმატებით გავლის შემდეგ უნივერსიტეტის ვებ. გვერდზე განთავსდება ინფორმაცია გამოცდის შედეგების შესახებ, ბსუ-ში სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვამდე ვალდებული ხართ  გააფორმოთ ხელშეკრულება ბსუ-თან.

 

  • სწავლა, სწავლება და კვლევა დოქტორანტურაში

 

  • ჩვენი დოქტორანტები არა მხოლოდ სწავლობენ სადოქტორო პროგრამებში, არამედ უშუალოდ არიან ჩართული უნივერსიტეტში მიმდინარე სწავლების პროცესში და კვლევებში.
  • თითოეული სადოქტორო პროგრამა შედგება სასწავლო და კვლევითი კომპონენტისაგან და სრულდება სადისერტაციო ნაშრომის დაცვით.
  • სადოქტორო პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობაა 3 წელია. ეს დრო შეიძლება გაიზარდოს ხუთ წლამდე მხოლოდ აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, სამეცნიერო ხელმძღვანელისა და დოქტორანტის დასაბუთებული წარდგინების საფუძველზე.
  • სასწავლო და სამეცნიერო კომპონენტების გავლის შემდეგ შესაბამისი დარგის დეპარტამენტში დაგენიშნებათ წინასწარი დაცვა (აპრობაცია).


    დისერტაციის დაცვა
  • დისერტაციაში ასახული უნდა იყოს თეორიული და/ან ექსპერიმენტული კვლევის დასაბუთებული შედეგები.
  • დისერტაციის წარმატებით დაცვის შემდეგ, თქვენ მოგენიჭებათ დოქტორის აკადემიური ხარისხი და გადმოგეცემათ შესაბამისი დიპლომი.
     

  • დაგვიკავშირდით

სამეცნიერო კვლევების სამსახური

science@bsu.edu.ge

გისურვებთ წარმატებებს!


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა