დოქტორანტურა

IX საერთაშორისო მრავალდარგობრივი სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით „მეცნიერება - მდგრადი განვითარებისთვის 2024“

სურათი

2024 წლის 21-22 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, დაგეგმილია  IX საერთაშორისო მრავალდარგობრივი სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით „მეცნიერება - მდგრადი განვითარებისთვის 2024“, რომელიც ხორციელდება გაერთიანებული ერების სორგანიზაციის მხარდაჭერით. კონფერენცია თემატურად უკავშირდება მდგრადი განვითარების მიზნებს, ასევე, თანამედროვე მსოფლიოს წინაშე მდგარ გამოწვევებს, რომელიც საკითხების მრავალფეროვნებიდან და აქტუალურობიდან გამომდინარე გლობალური დღის წესრიგია.

 

კონფერენცია ყოველწლიურ ხასიათს ატარებს და მასში მონაწილეობას იღებს აკადემიური პერსონალი როგორც საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებიდან, ასევე უცხოური სასწავლო, სამეცნიერო და კვლევითი ცენტრებიდან.

 

ღონისძიების მთავარ სამინე ჯგუფს წარმოადგენენ როგორც დარგის გამოცდილი ექსპერტები, ასევე ახალგაზრდა მეცნიერები, რომლებიც აგრძელებენ არსებულ სამეცნიერო ტრადიციას და შემოაქვთ სიახლეები ქართულ საუნივერსიტეტო და აკადემიურ სივრცეში.

 

საერთაშორისო კონფერენცია მკვლევრებს საშუალებას აძლევს, წარმოადგინონ თავიანთი კვლევის შედეგები და ამავე დროს, მოახდინონ მათი სამეცნიერო მიღწევების ინტერნაციონალიზაცია.

 

კონფერენციის მიზანია:

  • მდგრადი განვითარების მიზნებიდან გამომდინარე, ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა და წახალისება;
  • სამეცნიერო საზოგადოებისთვის სიახლეების წარდგენა;
  • სხვადასხვა თაობის მეცნიერთა შორის კომუნიკაციის გაღრმავება და მხარდაჭერა;
  • ახალგაზრდა მეცნიერთა როლის გამოკვეთა;
  • ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების სტიმულირება.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა