10 ივნისი 2025 წელი

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდი აცხადებს მობილობის სასტიპენდიო პროგრამას დოქტორანტებისათვის.
კონკურსი ღიაა ყველა მიმართულებისა და სპეციალობის დოქტორანტისათვის, რომელიც ირიცხება ქართულ უნივერსიტეტში.
კონკურსის ძირითადი პირობებია:
-
პროექტით გათვალისწინებული კვლევითი ვიზიტის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 2 თვეს;
-
ფონდი და უნივერსიტეტი ერთობლივად შეარჩევენ და მხარს დაუჭერენ დოქტორანტურის საფეხურზე სამი მიწვეული მკვლევრის სამეცნიერო ვიზიტს საფრანგეთში;
-
პროექტს უნდა ჰყავდეს მასპინძელი დაწესებულება, რომლის ბაზაზეც მიწვეული მკვლევარი განახორციელებს კვლევით და აკადემიურ საქმიანობას;
-
მასპინძელი უნივერსიტეტი უზრუნველყოფს შესაბამისი მენტორის აყვანას, რომელიც იქნება შესაბამისი სფეროს მკვლევარი;
-
კონკურსის დაფინანსებას უზრუნველყოფენ ფონდი და უნივერსიტეტი ერთობლივად;
-
ერთი გამარჯვებული მიწვეული მკვლევრის დაფინანსება შეადგენს 2,100 (ორი ათას ასი) ევროს ეკვივალენტს ლარში;
-
მინიჭებული სტიპენდია ფარავს საცხოვრებლის, ავიაბილეთის (ორი მიმართულების) და კვლევასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს.
კონკურსში პროექტის რეგისტრაცია ხორციელდება ორ ეტაპად:
ა) ელექტრონული რეგისტრაცია – 2025 წლის 22 მაისი - 20 ივნისი 16:00 საათამდე, გრანტების მართვის ერთიან სისტემაში: gmus.rustaveli.org.ge
ბ) რეგისტრაცია ფონდის კანცელარიაში - „განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ წარდგენა – 2025 წლის 25 ივნისი 17:00 საათამდე.