
ლატვიის მიერ გამოცხადდა სახელმწიფო სასწავლო სტიპენდიები სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ლატვიის უნივერსიტეტებში 2026/2027 აკადემიური წლისათვის სწავლის დაფინანსებას, ლატვიის უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლებში მონაწილეობის დაფინანსებას.
ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა და ხანგრძლივობა:
- ბაკალავრებისთვის - 500 ევრო, ხანგრძლივობა - 10 თვე;
- მაგისტრებისთვის 600 ევრო, ხანგრძლივობა - 10 თვე;
- დოქტორანტებისთვის 700 ევრო, ხანგრძლივობა - 11 თვე.
განაცხადები მიიღება 2026 წლის 1 თებერვლიდან 2026 წლის 1 აპრილის ჩათვლით პლატფოტრმაზე https://scholarships.viaa.gov.lv/en/login
სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ვებგვერდებზე https://www.viaa.gov.lv/en/latvian-state-scholarships https://studyinlatvia.lv/scholarships
ლატვიის უნივერსიტეტებში სწავლის, ხელმისაწვდომი სასწავლო პროგრამებისა და სხვა პრაქტიკული ინფორმაციის შესახებ დეტალები ხელმისაწვდომია დანართის სახით და ვებგვერდზე www.studyinlatvia.lv
| უკან |
