ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი ივდით დიასამიძე, 5 ივლისი, ოთახი 32; თემა: "როგორ გავუმკლავდეთ შერეული დონის ჯგუფებს"
4 ივლისი 2019 წელი
შესანიშნავი გამოცდილებაა, როდესაც მასწავლებელი ასწავლის ისეთ ჯგუფს, სადაც მოსწავლეებს ერთი და იგივე დონე გააჩნით, მაგრამ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს იდეალური სამყარო მხოლოდ წარმოსახვის ნაყოფია, რადგან მასწავლებლებს თითქმის ყოველთვის უწევთ შერეული დონის მოსწავლეებთან მუშაობა. მასწავლებლებს მსგავსი პრობლემები არა მხოლოდ სკოლებში, არამედ უმაღლეს დაწესებულებებშიც აქვთ. არსებობს ეგრეთ წოდებული დონის განმსაზღვრელი ტესტები, რომებსაც იყენებენ სტუდენტების დონის განსასაზღვრად. თუმცა ეს ტესტები ყოველთვის ვერ მუშაობს გარკვეული რეგულაციების თუ წესების გამო. ასეთ შემთხვევაში მასწავლებელს უწევს რეალობის მიღება და იმაზე ფიქრი თუ როგორ გაუმკლავდეს ამ გამოწვევას.
სრულად